Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკრივე მენი პაკიაო ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას


მენი პაკიაო
მენი პაკიაო

თანამედროვე პროფესიული კრივის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი, მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) საჩემპიონო ქამრის მფლობელი მენი პაკიაო მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადება და უახლოეს მომავალში, ალბათ, მისი მეტოქის ვინაობაც გაირკვევა. იქამდე კი ფილიპინელმა მოკრივემ სულ სხვა ამბით მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. პაკიაო ფილიპინების პრეზიდენტობაზე ფიქრობს და 2022 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაუწყვეტია.

ცნობილი პრომოუტერის, ბობ არუმის, განცხადებით, მენი პაკიაომ მას ჩანაფიქრი პირადად გაუმხილა და საპრეზიდენტო ინაუგურაციაზეც წინასწარ დაპატიჟა.

41 წლის პაკიაო ერთადერთი მოკრივეა, რომელიც რვა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მან აქამდე ჩატარებული სამოცდათერთმეტი ბრძოლიდან სამოცდაერთი მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG