Accessibility links

რუსეთში იეჰოვას მოწმეს 6,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა


რუსეთის ქალაქ ფსკოვის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა იეჰოვას მოწმეთა სწავლების მიმდევარ გენადი შპაკოვსკის, რომელიც დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნასა და დაფინანსებაში.

გამოძიების ვერსიით, შპაკოვსკი ხელმძღვანელობდა რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის ადგილობრივ ფილიალს, მართავდა მორწმუნეების შეხვედრებს და აგროვებდა შემოწირულებას.

სასამართლო პროცესი 61 წლის შპაკოვსკის წინააღმდეგ 2019 წლის 5 ნოემბერს დაიწყო. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს.

2017 წელს რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო. ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მათი სისხლისსამართლებრივი დევნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG