Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია ამბობს, რომ სოფო კილაძის ქმარმა დაპატიმრებამდე მას დახმარების თხოვნით მიმართა


საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი კოლეგის, სოფო კილაძის ქმარმა მას დახმარების თხოვნით მიმართა. კილაძის ქმარი ოჯახის წევრის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დაღვევის მუხლით დაკავებულია და პატიმრობა შეეფარდა. ბესელიას თქმით, კაცი დაპატიმრებამდე მის ოფისში იყო მისული.

"თქვა, რომ არავინ არ უსმენდა და ყველა კარი დაიკეტა მისთვის, ვინც გაიგო, რომ ის სოფო კილაძის მეუღლე იყო. ამბობდა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ბავშვს ვერ ნახულობდა და ამას ძალიან განიცდიდა. თქვა, რომ სასამართლო და შესაბამისი ორგანოები ეხმარებიან კილაძეს სტატუსიდან და მდგომარეობიდან გამომდინარეო... აი, რას ითხოვდა, იცით? დამიდექით გვერდითო", - უთხრა TV პირველს ბესელიამ.

ბესელიამ განმარტა, რომ კაცს უარი უთხრა დახმარებაზე:

"არ ვისურვე, რომ ამ თემებში ჩავღრმავებოდი. არ მინდა, ვინმეს განცდა დარჩეს, არ ვარ იმ ადამიანზე [სოფო კილაძე] მაღალი წარმოდგენის და ეს თემა გამოვიყენე განწყობების დასამძიმებლად", - თქვა ბესელიამ.

დღეს, 9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ სოფო კილაძის ქმარს სასამართლომ 4 ივნისს პატიმრობა შეუფარდა. სოფო კილაძეზე ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. თავად დეპუტატი ძალადობის ფაქტს ადასტურებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG