Accessibility links

ლარი დოლართან 8 თეთრით გაუფასურდა და კვლავ 3-ლარიან ნიშნულს გასცდა


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაწყებული ლარის გამყარების ტენდენცია ბოლო ორ დღეში შეიცვალა და ლარი კვლავ გაუფასურდა. ხვალიდან, 10 ივნისიდან 1 დოლარის ყიდვა 8,4 თეთრით ძვირად არის შესაძლებელი.

ლარი, დოლარის გარდა, ევროსთანაც გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება 9,5 თეთრით გაძვირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 40-ზე მეტი ქვეყნის ვალუტასთან გაუფასურდა.

ხვალიდან კურსი ასეთი იქნება:

  • 1 დოლარი - 3,0648 ლარი;
  • 1 ევრო - 3,4549 ლარი

ლარი დოლართან მკვეთრად ბოლო რამდენიმე თვეში გაუფასურდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დადგა. ყველაზე ძვირი დოლარი 27 მარტს ღირდა - 1 დოლარის ფასი 3,48 ლარი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG