Accessibility links

"ვითხოვთ სამართლიანობას" - პედოფილიის შესაძლო მსხვერპლის ოჯახი


პედოფილიის შესაძლო მსხვერპლის ოჯახის წევრები პრეზიდენტის რეზიდენციასთან. 9 ივნისი, 2020

საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან საპტოტესტო აქციას მართავენ 6 წლის გოგოს ოჯახის წევრები და მოითხოვენ პასუხს კითხვაზე - რატომ გაამართლა სასამართლომ ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ნათესავი.

"მოსამართლემ გაათავისუფლა პედოფილი ადამიანი. დაჩაგრეს 5 წლის ბავშვი. ვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა ან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პასუხი გაგვცეს", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბავშვის ბაბუა.

კახეთში, ლაგოდეხის რაიონში 2019 წლის ივნისში დააკავეს 5 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 60 წლამდე კაცი. იგი 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

58 წლის მამაკაცი ბავშვის პაპის ძმაა. მათ საცხოვრებელ სახლებს ამ დრომდე ერთი ღობე ყოფს.

საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, ოჯახი კი მოითხოვს, სააპელაციო საჩივრის გაცნობის საშუალება მიეცეს.

"გვეუბნებიან, არც თქვენ და არც თქვენს ადვოკატს უფლება არ გაქვთ, გაეცნოთ მასალებსო", - ამბობს ბაირამოვი და განაგრძობს: "არ წავალთ აქედან, სანამ პრეზიდენტი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ გამოვა და პასუხს არ გაგვცემენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG