Accessibility links

პარიზის პროკურატურა სწავლობს კორონავირუსის ეპიდემიის დროს ხელისუფლების საქმიანობას


პარიზის პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება, რათა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაულს სხვადასხვა დონის ხელმძღვანელობის მხრიდან კრიზისის მართვის დროს.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, სასამართლოში შესულია 62 საჩივარი სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, როგორც სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ისე მოხუცთა თავშესაფრების ხელმძღვანელობის მხრიდან, კრიზისის დროს გამოვლენილი შესაძლო არასათანადო რეაგირების შესახებ.

კორონავირუსის ეპიდემიის დროს საფრანგეთში 29 209 პაციენტი დაიღუპა, ინფექციით დაავადდა 154 188 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG