Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული კაცი იპოვეს


მაშველებმა საძიებო სამუშაოების შემდეგ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. იგი ხიდოს მთაზე საზაფხულო საძოვრებზე მიტოვებულ კარავში იმყოფებოდა:

„ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა“, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ახალგაზრდა კაცს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. საძიებო სამუშაოებში გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი იყო ჩართული, მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG