Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი აპირებს გაუზარდოს არენდის გადასახადი რუსეთს კანტის საავიაციო ბაზისთვის


ყირგიზეთის პარლამენტის სამმა - თავდაცვის, საგარეო საქმეთა და უშიშროების კომიტეტებმა 9 ივნისს მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც რუსეთისათვის კანტის საავიაციო ბაზის 15 წლის ვადით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ შეთანხმებაში გარკვეულ ცვლილებას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, თუ საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა რუსეთს მოუწევს ყოველწიურად გადაიხადოს დამატებით 291 ათასი დოლარი.

არსებული ხელშეკრულების გადახედვის და არენდის საფასურის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კანონმდებლებმა დაადგინეს, რომ რუსეთი კანტის შერეული სამხედრო-საავიაციო ბაზისთვის იყენებს 924,52 ჰექტარ ტერიტორიას, რაც შეთანხმებით გათვალისწინებულზე 58.32 ჰექტარით მეტია.

რუსეთის სამხედრო ბაზის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილების შემდეგ მოსკოვს ნაცვლად $ 4502 495-ისა ყოველწიურად არენდის სახით დამატებით $291 600-ის გადახდა მოუწევს.

მაგრამ საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლას ყირგიზეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა სჭირდება.

რუსეთის ბაზა კანტში 2003 წელს გაიხსნა მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO ეგიდით).

2017 წელს კანტის საავიაციო ბაზა და ყირგიზეთში მდებარე რუსეთის კიდევ სამი სხვა სამხედრო ობიექტი გაერთიანდა და ერთ შერეულ ბაზად ჩამოყალიბდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG