Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილის თქმით, თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებად ხოშტარია და ელისაშვილი განიხილებიან


"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ ერთობაში თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებად ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი განიხილებიან. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"ეს ადამიანები თუ გადაწყვეტენ, რომ თბილისში კენჭი იყარონ, მე ჩემს ერთ ხმას, ჩემს მოწადინებას, უპირობოდ დავუჭერ მხარს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი [მათი საკითხი]", - თქვა ოქრუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ თბილისში დარჩენილ 6 მაჟორიტარულ ოლქში 7 კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის ისიც, თუმცა აღარ ჩაერთვება ამ საკითხში.

"მე ჩემი გადაწყვეტილებით ხელს ვუწყობ ერთობას და ჩემს კანდიდატურას საერთოდ აღარ განვიხილავ", - დასძინა მან.

საარჩევნო ცვლილებების გატარების შემთხვევაში თბილისში მხოლოდ 8 სამაჟორიტარო ოლქი დარჩება, მათგან ორთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვა, რომ ის აყენებდა კანდიდატებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG