Accessibility links

აზერბაიჯანმა 1 ივლისამდე გააგრძელა საგანგებო საკარანტინო რეჟიმი


აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 1 ივლისამდე გააგრძელოს საგანგებო საკარანტინო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო აპრილის დასაწყისიდან მოქმედებს.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის ცნობით ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყანაშ შექმნილმა რთულმა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ.

ბოლო მონაცემებით აზერბაიჯანში კორონავირუსი აღმოაჩნდა 7500 ადამიანს, ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 88 პაციენტი.

9 ივნისს გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა პრეზიდენტ ილხამ ალიევის ადამინისტრაციის 19 თანამშრომელი.

გასულ შაბათ-კვირას აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შემოიღო კომენდანტის საათი.

საგანგებო საკარანტინო მოთხოვნების დარღვევა აზერბაიჯანში ისჯება როგორ ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG