Accessibility links

ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა


საფარ ისაკოვი

ბიშკეკის სასამართლომ 9 ივნისს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ საფარ ისაკოვს დედაქალაქის ისტორიული მუზეუმის რემონტისა და ჩოლპონ-აპეს იპოდრომის მშენებლობის თანხების გაფლანგვის საქმეზე.

რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურის ცნობით, მოსამართლემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრის სასჯელის ათვლა დაიწყება 2018 წლის 5 ივნისიდან, როდესაც ისაკოვი სამართალდამცველებმა პატიმრობაში აიყვანეს.

სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს დააკისრა ასევე ფულადი ჯარიმის, 247 მილიონი სომის (დაახლოებით 3,35 მილიონი დოლარის) გადახდა

2019 წლის დეკემბერში ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 15 წლით პატიმრობა კორუფციის საქმეზე, მისი ქონება კონფისკირებული იქნა, მსჯავრდებულს ჩამოერთვა სახელმწიფო ჯილდოები და დიპლომი. სამი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

საფარ ისაკოვი ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2017-2018 წლებში, პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის მმართველობის დროს. თავად ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც სისხლის სამართლის 14 დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG