Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიუსტონში მიმდინარეობს ჯორჯ ფლოიდის პანაშვიდი. ჭირისუფალს მიმართა ჯო ბაიდენმა


ჰიუსტონის ეკლესიაში მიმდინარეობს აფრიკელ-ამერიკელ ჯორჯ ფლოიდის პანაშვიდი, რომელზეც სიტყვებით გამოვიდნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები.

ვიდეკონფერენციის სახით ეკლესიაში მყოფ ფლოიდის ოჯახის წვერებს, მეგობრებსა და ნათესავებს, დაახლოებით 500-ს ადამიანს, სიტყვით მიმართა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება როგორც დემოკრატიული პარტიის ერთიანი კანდიდატი.

ჯო ბაიდენის თქმით, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი ბიძგს მისცემს ქვეყანაში რასობრივი სამართლიანობის მიღწევას.

“ამ მომენტში ჩვენ არ შეიძლება არ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეგვიძლია კიდევ ერთხელ შევაქციოთ ზურგი რასიზმსა და სისტემურ ძალმომრეობას, რომელიც ჯერ კიდევ წამლავს ჩვენს სულებს და აზიანებს ამერიკული ცხოვრების წესს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა მინეაპოლისში, მას შემდეგ, რაც პოლიციელს, რომელიც მისი დაკავების ოპერაციას ატარებდა, ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი მუხლი ფლოიდის კისერზე. ეს უკანასკნელი პოლიციელს ეუბნებოდა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო. ფლოიდი, რომელიც ყალბი ფულის გამოყენებისთვის დააკავეს, ამის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მისმა სიკვდილმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების ტალღა გამოიწვია.

გამოსვლების ფონზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოვიდა პოლიციის რეფორმირების ინიციატივით. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკუაგდო პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის წინადადებ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG