Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის მერი თვითიზოლაციაშია


ერევნის მერი ჰაიკ მარუთიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. ექიმებმა მერს თვითიზოლირების მითითება მას შემდეგ მისცეს, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა მერიის თანამშრომელს, რომელთანაც მარუთიანს კონტაქტი ჰქონდა.

9 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა დიდი ალბათობით გაგრძელდება. ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში ისევ რთული ვითარებაა, თუმცა, გაჩნდა ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის პატარა იმედიც.

სომხეთში 13 600 აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. COVID-19-ით გარდაცვლილია 217 ადამიანი.

კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG