Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 822-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 690-ია.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG