Accessibility links

ბათუმის "თევზის ბაზრის" ტერიტორიაზე აფეთქება ნახევრად ღია კაფეში მოხდა


დაზუსტებული ინფორმაციით, ბათუმში აფეთქება მოხდა „თევზის ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე ნახევრად ღია კაფეში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, კაფის კედლები ჩამონგრეულია. დაზიანებულია ერთი ავტომანქანა. ადგილზე მყოფმა პოლიციელმა გვითხრა, რომ წინასწარი ვერსიით, კაფეში გაზი აფეთქდა. დაშავებულები არ არიან.

შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. კაფის მენეჯერის, ნინა კაჩაევას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამზარეულოში გაზი სუნი იგრძნეს და გამოიძახეს სპეციალისტი, რომელმაც გაზის დანადგარის ნაწილი შეცვალა და მას შემდეგ სუნი აღარ იგრძნობოდა.

მენეჯერის თქმით, ღამით კაფეში იყო დარაჯი, თუმცა, საბედნიეროდ, აფეთქების დროს გარეთ იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

აფეთქებით გამოწვეული ხანძარი მეხანძრე-მაშველების სამმა ჯგუფმა ჩააქრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG