Accessibility links

გიორგი გახარია: წუწუნი მესმის ისეთი ჯანიანი ბიჭების ქალაქში, რომ ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მას ბოლო დროს ტურისტების შემცირების გამო წუწუნი ესმის, მაშინ როცა, მისი სიტყვებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში არის დიდი პოტენციალი, მონდომების შემთხვევაში კი, შესაძელებელია კარგი შედეგის მიღწევა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ისეთი წუწუნი მესმის ისეთი ჯანიანი ბიჭების ქალაქში, რომ ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მოგვეხმარეთ და ა.შ. რეალურად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს, საქმე გააკეთოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ კონკრეტული ფერმერის მაგალითის მოყვანით.

პრემიერი-მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში იმყოფება. ის ადგილობრივ ფერმერებს ხვდება, რომელთაც კიდევ ერთხელ გააცნო მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობისთვის გათვალისწინებული შეღავათები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG