Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომისობის დღესასწაულის აღნიშვნისას მამაკაცი გარდაიცვალა


შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა ლომისობის დღესასწაულის აღნიშვნისას ეკლესიის ეზოში. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას.

უწყების ინფორმაციით, მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მას ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალება, სავარაუდოდ, გულის უკმარისობამ გამოიწვია, უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას.

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG