Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დირექტორისგან ცნობას ითხოვენ


დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან იქ დასაქმების დამადასტურებელი ცნობის გაცემას მოითხოვენ. ეს ცნობა მათ სახელმწიფოსგან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადა პროფკავშირების გაერთიანებამ.

"აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს, პანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე", - ვკითხულობთ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიის დროს ეხმარება ისეთ თვითდასაქმებულებს, რომლებიც დასაქმების შესახებ რაიმე ცნობას წარადგენენ. რიგ შემთხვევებში, იმის გამო, რომ ბაზრების მფლობელები დასაქმებულებს ცნობას არ აძლევენ, თვითონ კი ინდმეწარმეებად არ არიან რეგისტრირებულები, დახმარების გარეშე რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG