Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ვერ ხედავს რუსეთისთვის სანქციების შეჩერების მიზეზს


ურზულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი.
ურზულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით შემოღებულ შეზღუდვებზეა ლაპარაკი ევროკავშირის ხელმძღვანელობის ორი მაღალი რანგის წევრის, ევროკომისიის თავმჯდომარის, ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის წერილში.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 26 მაისით დათარიღებული ეს წერილი, რომელიც ევროპარლამენტის დეპუტატებისადმია მიმართული.

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის მიმართ სანქციები, რომლებიც მას დონბასის ტერიტორიაზე კონფლიქტში როლისა და ყირიმის ანექსიისთვის დაუწესეს, რუსეთის ხელისუფლებას ხელს არ უშლის კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში. „არცერთი ზომა არ ითვალისწინებს სურსათის ან წამლების, ვანქცინის ან სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვას,“ ხაზგასმულია წერილში.

მანამდე ევროპის პარლამენტის 19-მა წევრმა ისარგებლა პანდემიის პერიოდით და ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი წერილში სცადა გავლენა მოეხდინა ბრიუსელის პოზიციაზე და მიეღწია სანქციების გადახედვისთვის.

მარტში „დიდი ოცეულის“ ვიდეოკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინადადება წამოაყენა, ჰუმანიტარული მოსაზრებებით შეჩერდეს ეკონომიკური სანქციების მოქმედება, რათა სახელმწიფოები არ შეიზღუდონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სანქციების პირველი პაკეტი ევროკავშირმა მოსკოვს 2014 წელს დაუწესა ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. რუსეთს ასევე ბრალი დასდეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG