აშშ-ში კორონავირუსით უკვე 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცმებით, 10 ივნისის საღამოსთვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 2 000 464-ს მიაღწია. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 533 504. აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილია 112 924 ადამიანი.
შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა ინფიცირებულების და გარდაცვლილთა რაოდენობით.
ამასთან, მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფის, Worldometers-ის სტატისტიკით, აშშ ერთ მილიონ მოსახლეობაში ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ეს მაჩვენებელი 6240-ს აჭარბებს.
დაწერეთ კომენტარი