Accessibility links

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაუგებარია COVID-19-ით გარდაცვალების რუსული სტატისტიკა


რუსეთში COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკა ძნელად გასაგებია - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაინმა. მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, რთულია მიხვდე გარდაცვალების დაბალი დონის მიზეზს.

რაინის შეფასებით, უცნაურია, როცა დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ევროპის რეგიონში, სადაც გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია, ჯანდაცვის სისტემა რუსული სისტემის მსგავსია. რაინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დეტალურად გააანალიზოს სიკვდილის მიზეზების დადგენის პრაქტიკა, რათა შეცდომა გამოირიცხოს.

მაიკ რაინმა თეორიულად დაუშვა, რომ რუსეთში გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა, დიდი რაოდენობით ტესტირებით აიხსნას, თუმცა, სხვა ქვეყნებში, სადაც ტესტირების მასშტაბი დიდია, ლეტალური შედეგების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

მედიასაშუალებებით არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთში COVID-19-ით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა 70%-ითაა შემცირებული იმის ხარჯზე, რომ ინფიცირებულთა სიკვდილის მიზეზად რომელიმე თანმდევი ქრონიკული დაავადება სახელდება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და „სენსაციურ ანტირუსულ ფეიკს“ უწოდებს.

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 493 600-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების - 6350-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG