Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: 4 პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 6 შემთხვევიდან, 1 იმპორტირებულია და ეს პაციენტი კარანტინის ზონაში იმყოფებოდა, 1 კი სამედიცინო პერსონალია.

რომელი კლინიკის თანამშრომელია ის, მარინა ეზუგბაიას არ უთქვამს.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია კიდევ 4 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო.

„პირველწყარო როგორც ასეთი, ამ ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიდის მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ, რამოდენიმე დღეში უნდა მოიძიოს ამათი წყარო ინფიცირების“, - უთხრა მედიას მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 6-დან 5 შემთხვევის შესახებ ცნობილი 10 ივნისს, საღამოს გახდა, ერთი კი დღეს, 11 ივნისს, დილით დადასტურდა.

ამ დროისთვის, საქართველოში სულ დადასტურებულია 828 შემთხვევა. მათგან 694 გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG