Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: ივანიშვილი ამ ქვეყანაში ერთადერთია, რომელიც სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტია


იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერებმა რესურსი ამოწურეს. მისი თქმით, ისინი მარცხისთვის არიან განწირული და 2012 წლის რიტორიკას უბრუნდებიან, როცა "ქართულ ოცნებაზე" საუბრობენ.

"ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო", - თქვა თეა წულუკიანმა.

გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს. 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებული დოკუმენტის, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება, ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

"ქართულ ოცნებაში" კონგრესმენების ანგარიშს "დაბალი რანგის დოკუმენტი" და "ნაციონალური მოძრაობის" ლობიზმი უწოდეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით კი "დაბალი დონის" დოკუმენტში მოყვანილი ფრაზები "არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG