Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუისელები აშშ-ის ელჩისგან დახმარებას ითხოვენ


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმყოფება გორში, სადაც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს ხვდება.

ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მცხოვრებნი, რომლებიც აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს სოფლის სტადიონთან მდებარე მიწის ნაკვეთი რუსულ კომპანიაზე გაასხვისოს და მოსახლეობის უკმაყოფილებას არაფრად აგდებს.

რუისელებმა პროტესტი ადრეც არაერთხელ გამოთქვეს და ამ ტერიტორიის სოფლის საკუთრებაში დატოვება მოითხოვეს. ამჯერად, ისინი საკითხით დაინტერესებას აშშ-ის ელჩს თხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG