Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფა მომავალ კვირაში გადაწყვეტს, როგორ დაასრულოს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გათამაშების ახლანდელი სეზონი


ევროპის ფეხბურთის გაერთიანებამ, უეფამ, განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გადაწყვეტს, როგორ დაასრულოს ევროპის ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის შეჯიბრები, რომელიც მარტში შეწყდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

11 ივნისს უეფამ გამოაცხადა, რომ 17-18 ივნისს შეიკრიბება მისი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც დღის წესრიგში აქვს „2019-2020 წლების ევროპის ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის მერვედფინალები და მასთან დაკაშირებული ვითარება“.

გათამაშება შეწყდა, როცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების განმეორებითი მატჩები უნდა ჩატარებულიყო. „ატლეტიკო მადრიდი“,„პარი „სენ-ჟერმენი“, „ატალანტა“ და „ერ-ბე ლაიპციგ-ი“ უკვე გავიდნენ გათამაშების შემდეგ ეტაპზე.

ევროპის ლიგაში მერვედფინალების ბოლო ორი რაუნდი და ყველა გასვლითი მატჩია ჩასატარებელი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში უნდა შემდგარიყო. მადრიდის მერმა განაცხადა, რომ თავისი ქალაქი ჩემპიონთა ლიგის ფინალის თაობაზე მოლაპარაკებას მართავს იმ შემთხვევისთვის, თუ უეფა გადაწყვეტს, ფინალი სტამბოლში არ გაიმართოს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე იმსჯელებენ, ასევე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გარშემო, რომელიც 2020 წლის ივნისში უნდა დაწყებულიყო და გადაიდო 2021 წლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG