Accessibility links

15 ივნისს ვიდეომოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ს, რუსეთსა და ავღანეთს შორის


რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, რუსეთი, აშშ და ავღანეთი ვიდეოკონსულტაციას ჩაატარებენ, რათა ბიძგი მისცენ შიდაავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას.

ეს განცხადება გააკეთა ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა. მისი თქმით, სამმხრივი ვიდეომოლაპარაკებები 15 ივნისს გაიმართება.

ქაბულოვის სიტყვებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის სამშვიდობო პროცესში, ზალმაი ხალილზადი, და ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ჰანიფ ატმარი.

სამი დღის წინ ხალილზადმა ყატარში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გამართა მოძრაობა თალიბანის პოლიტიკურ ხელმძღვანელთან, მოლა აბდულ ღანი ბარადართან.

თებერვალში აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანია, დასრულდეს 18-წლიანი ომი - ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი აშშ-ის ისტორიაში. შეთანხმებით დადგინდა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გრაფიკი თალიბების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG