Accessibility links

ანრი ოხანაშვილი: თუ პარლამენტში დავარღვევთ პირბადის ტარების წესს, გამოვიძახოთ პატრული


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის სავალდებულო ტარებაზე საგამონაკლისო წესი არ უნდა გავრცელდეს არც პარლამენტის წევრებზე. ამის შესახებ მან ტრიბუნიდან განაცხადა და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.

"მთავრობას მოვუწოდებ, რომ არავითარი საგამონაკლისო წესი არცერთ პარლამენტის წევრზე არ გავრცელდეს და პირიქით, მოვუწოდებ იმასაც, რომ თუ ვინმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს, დაჯარიმდეს თითოეული პარლამენტის წევრი. თქვენი სულისკვეთებიდან, რაც მე აქ მოვისმინე, მგონი ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ", - თქვა მან.

მანვე თავის კოლეგებს, პარლამენტის წევრებს მოუწოდა, თავად მათ გამოიძახონ პატრული პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში:

"აქ, დახურულ საჯარო სივრცეში თუ დაფიქსირდება, გამოვიძახოთ პატრული, უზრუნველვყოთ ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ შევატყობინოთ შესაბამის ორგანოს, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას და დაჯარიმდნენ პარლამენტის წევრები... მე მგონი, ამაში ვართ ერთნი".

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, წესის დარღვევისთვის კი პირი 20 ლარით დაჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG