Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, საერთო საზღვრებზე მოგზაურობის ამკრძალავი ზომები გააუქმონ


ევროკავშირმა ხუთშაბათს თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მომავალი კვირიდან დაიწყონ საერთო საზღვრებზე მოგზაურობის ამკრძალავი ზომების გაუქმება. ბრიუსელის თქმით, ეს ზომები დიდ გავლენას არ ახდენს კორონავირუსის გავრცელებაზე. ევროკავშირის აღმასრულებელ შტოს, ევროკომისიას სურს, რომ ივნისის ბოლოსთვის ევროპაში კვლავ ამოქმედდეს ზონა, რომელშიც შესაძლებელია საბუთების შემოწმების გარეშე მოგზაურობა. ამის შემდეგ ეტაპობრივად შესუსტდება ევროკავშირში არაარსებითი დანიშნულების მოგზაურობის აკრძალვა. შესაბამისი მოწოდებით მიმართა კავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის კომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა. იოჰანსონმა თქვა, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება „ნამდვილად უმჯობესდება ყველა წევრ ქვეყანაში, ვითარება იცვლება“. მისი თქმით, შიდაევროპულ საზღვრებზე აკრძალვების შენარჩუნება „არ არის ეფექტიანი ზომა.“ იტალიაში კორონავირუსის ინფექციის სწრაფი გავრცელების შემდეგ თებერვალში ევროკავშირმა გადაადგილების აკრძალვა შემოიღო შენგენის ზონის შიგნითაც, რომელშიც ადამიანები და საქონელი ჩვეულებრივ შეზღუდვების გარეშე გადაადგილდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG