Accessibility links

შვეიცარიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის პარტნიორთა შორის ქორწინებას


შვეიცარიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის პარტნიორთა შორის ქორწინებას. გარდა ამისა, ასეთ ქორწინებაში მყოფმა ქალებმა მიიღეს დონორის სპერმით ხელოვნური განაყოფიერების უფლება. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების ლეგალიზაციის ინიციატივით შვიდი წლის წინ გამოვიდა მწვანე ლიბერალური პარტია.

შვეიცარიის ფედერალურ-დემოკრატიულმა კავშირმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გაუქმებისთვის იბრძოლებს.

ერთი და იმავე სქესის კავშირები და პარტნიორობა ნებადართულია ცენტრალური ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში. მაგრამ ოფიციალური ქორწინება და ბავშვების შვილება ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიასა და ავსტრიაშია შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG