Accessibility links

თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვიან


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვიან. თამაშების განახლებამდე ერთი კვირით ადრე ლიგაში სეზონის MVP-ისა და სიმბოლური ხუთეულის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო და კანდიდატთა სიაში ორი ქართველი ლეგიონერიც შეიყვანეს.

გამოკითხვა 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და საბოლოო შედეგი ქომაგების ხმებზე ოცდახუთი პროცენტით იქნება დამოკიდებული. ასევე ოცდახუთპროცენტიანი წილი აქვთ თავად კალათბურთელებს, მწვრთნელებს და ჟურნალისტებს.

რჩეული კალათბურთელისთვის ხმის მისაცემად საჭიროა ტვიტერში დაწეროთ MVP Movistar და შემდეგ სასურველი კალათბურთელის გვარი - მაგალითად, Tornike Shengelia ან Giorgi Shermadini. 21 ივნისამდე დღის განმავლობაში ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი ხმის უფლება ექნება, 21-24 ივნისს კი თითოეული არჩევანი ორ ხმად ჩაითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG