Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გააგრძელებს ერაყიდან სამხედრო ძალის გაყვანას


აშშ პირობას დებს, რომ გაგრძელდება ერაყიდან ამერიკული სამხედრო ძალის გაყვანის პროცესი. ამის შესახებ საუბარია 11 ივნისს ორმხრივ განცხადებაში სტრატეგიული დიალოგის შესახებ, რომელიც ერაყელი კანონმდებლების მოთხოვნით დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატებმა იანვარში ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს ერაყის ტერიტორიაზე.

ორმხრივი განცხადების მიხედვით, ჯარების შემცირება უნდა მოხდეს „ისლამური ექსტრემიზმის საფრთხის შემცირების მხრივ პროგრესის კვალობაზე.“

ცნობაში დეტალურად არაფერია ნათქვამია რაოდენობასა და დროზე, მაგრამ ზოგიერი ექსპერტი ვარაუდობს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალის გაყვანის პროცესი „მომდევნო თვეებში“ მოხდება.

პენტაგონის ცნობით, ერაყში ამჟამად აშშ-ის 6 000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება რამდენიმე ბაზაზე, მათ შორის ბაღდადის მახლობლად მდებარე აინ ალ-ასადის ბაზაზე, რომელზეც 8 იანვარს საპასუხო სარაკეტო იერიში ირანმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო.

აშშ-ი ხშირად აცხადებს, რომ არ ესწრაფვის პერმანენტულ სამხედრო ყოფნას ერაყში. მაშინ როცა ბაღდადი ფიქრობს, რომ საჭიროა იმ სამხედრო პერსონალის დაცვა, რომელიც აშშ-ის ლიდერობით მოქმედი ანტიისლამისტური კოალიციის რიგებში იბრძვიან

სტრატეგიული დიალოგი აშშ-სა და ერაყს შორის 11 ივნისს კორონავირუსით გამოწვეული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ტელეკონფერენციის სახით გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG