Accessibility links

ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ღარიბაშვილის მოხსენებას არ დაესწრებიან


ოპოზიციური პარტიები "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას არ დაესწრებიან. ღარიბაშვილი დღეს, 12 ივნისს "მინისტრის საათის" ფარგლებში მიდის საკანონმდებლო ორგანოში.

ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან კვლავ და ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს აცნობეს. სხდომას არ დაესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები: რამაზ ნიკოლეიშვილი და ნატო ჩხეიძე.

"მინისტრის საათი" პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესია, რა დროსაც მინისტრი პარლამენტის დეპუტატებთან მიდის და სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG