Accessibility links

სესიაშვილისთვის სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება ღარიბაშვილის სამთავრობო საათს


ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ არასწორია, როცა ოპოზიცია უარს ამბობს დაესწროს თავდაცვის მინისტრის გამოსვლას პარლამენტში. მისი თქმით, მაშინ, როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს, ამ შემთხვევაში თავდაცვას ეხება, ოპოზიციას უნდა ეყოს გამბედაობა, რომ გვერდზე გადადოს თავისი პოლიტიკური ამბიციები:

"საფრთხე ეს არის რუსული ოკუპაცია. ჩვენი მთავარი მიზანი არის არის ნატოში გაწევრიანება და ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი თავდაცვის ძალები არის, რა თქმა უნდა, ფლაგმანი. ამიტომ თავისთავად ცხადია ინტერესი ძალიან მაღალია. მინისტრი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურად ჩაერთო პირველივე დღიდან ახალი რეფორმების განხორციელების საქმეში...სამწუხაროა ჩემთვის, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ დაესწრება სხდომას“, - უთხრა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

ოპოზიციური პარტიები "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და პარლამენტში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას არ დაესწრებიან.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 12 ივნისს "მინისტრის საათის" ფარგლებში მიდის საკანონმდებლო ორგანოში.

"მინისტრის საათი" პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესია, რა დროსაც მინისტრი პარლამენტის დეპუტატებთან მიდის და სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG