Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აპირებს გამოსცეს განკარგულება პოლიციის მიერ ძალის გამოყენების თაობაზე


U.S. - US
U.S. - US

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი შეეცდება აღმასრულებელი დადგენილების მიღებას, რომელიც მოუწოდებს პოლიციის დეპარტამენტებს, დაიცვან „ძალის გამოყენების არსებული პროფესიული სტანდარტები“.

ამ განცხადების ფონია აშშ-ში პოლიციის მიერ ძალის გაუმართლებელი გამოყენების წინააღმდეგ დაწყებული ფართო საპროტესტო აქციები, რომლებმაც იფეთქა მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელების მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა 46 წლის აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება 11 ივნისს გააკეთა დალასში გამართული მრგვალი მაგიდის დროს, რომელზეც განაცხადა, რომ არ იზიარებს დემონსტრანტების განცხადებას პოლიციაში არსებული რასიზმის თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უსამართლობაა ყველა პოლიციელების წარმოდგენა ფანატისკოსებად, მაშინ როცა დანაშაული ჩაიდინა „რამდენიმე ცუდმა ადამიანმა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG