Accessibility links

ჯერჯერობით ვლადიმირ პუტინი კვლავ დარჩება დისტანციური მუშაობის რეჟიმში


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, 15 ივნისის შემდეგ შეწყვიტოს დისტანციური მუშაობის რეჟიმი და გამოცხადდეს სამსახურში.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო 30 მარტის შემდეგ დაწესებული ახალი რეჟიმი ჯერჯერობით კვლავ გავრცელდება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტზე.

წინა დღით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება „თვალსაწიერ მომავალში“. ამასთან, პუტინი თავისი შეხვედრების ნაწილს კვლავ დისტანციურად ჩაატარებს, - პესკოვის თქმით, - მუშაობის სრულყოფისა და გრაფიკის ოპტიმიზაციის მიზნით.

8 ივნისს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამოაცხადა რუსეთის დედაქალაქში კარანტინის ზომების გაუქმების თაობაზე. 9 ივნისიდან გაუქმდა თვითიზოლაციისა და საშვების რეჟიმი.

16 ივნისიდან მუშაობას განაახლებენ საზაფხულო ვერანდები, ხოლო 23 ივნისიდან - კაფეები და რესტორნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG