Accessibility links

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა ქაბულის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად


სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში პარასკევს მომხდარი აფეთქების შედეგად.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც შირ შაჰ ე-სურის მეჩეთში პარასკევის დილის ლოცვა მიმდინარეობდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია ისიც, რომ დაღუპულთა შორის არის მეჩეთის მოლაც.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ივნისის თვეში ეს უკვე ქაბულის მეჩეთში მომხდარი მეორე აფეთქებაა.

ერთი მოლა და ერთი მლოცველი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ 2 ივნისს ქაბულის ვაზირ აკბარ ხანის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.

თავდასხმების ფონია ძალადობის შემცირება ქვეყნის მასშტაბით, რაც თალიბანსა და ავღანეთის მთავრობის მიერ აპრილის ბოლოს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მოჰყვა.

მაგრამ დროებით ზავის შემდეგ, თავდასხმები კვლავ მატულობს. 30 მაისს ერთი ჟურნალისტი და მძღოლი დაიხოცნენ, ხოლო ექვსი პირი დაშავდა, როცა ავტობუსი, რომელსაც ავღანეთის ტელეარხის თანამშრომლები გადაჰყავდა, ქაბულში ნაღმზე აფეთქდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG