Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ჯიბღაშვილს პატიმრობა აღარ ემუქრება, მას სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა


მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს პატიმრობა აღარ ემუქრება. მას სასამართლომ საპროცესო შეთანხმება რამდენიმე დღის წინ გაუფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა მიაწოდა.

ადვოკატი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას 5-წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.

​"ლევან ჯიბღაშვილმა წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ სრულად სცნო. აღიარა, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან და, შესაბამისად, ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, სასამართლომ კი დაამტკიცა", - ამბობს მისი ადვოკატი.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის 2019 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით ჰქონდა წაყენებული. ამ მუხლით მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG