Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი


თავდაცვის მინისტრმა ირაკლი რაღიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში მიმდინარე მოსმენაზე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანის შეკითხვას ქალების როლის შესახებ.

„თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით, კერძოდ, ჩვენს სისტემაში 8%-ს წარმოადგენენ ქალები. სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი, ხოლო მისიებში 2.7% არიან წარმოდგენილი ქალბატონები. სულ ახლახანს 25 ქალი ჩაეწერა (BCT) საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც ახლახანს დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინტერესი ქალების მხრიდან არის მზარდი და ჩვენ ამას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრი მიესალმება, თუკი მეტი ქალი გამოთქვამს სურვილს, იმსახუროს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. „რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის, არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის, ისეთ საკითხებში, როგორიც არის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ და მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით“, - მიიჩნევს ღარიბაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG