Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუტერეში საუდის არაბეთში თავდასხმას ირანს უკავშირებს, რუსეთი მტკიცედ ემხრობა ირანისთვის ემბარგოს გაუქმებას


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, 2020 წლის თებერალი, ლაჰორი, პაკისტანი
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, 2020 წლის თებერალი, ლაჰორი, პაკისტანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, როგორც როიტერსის სააგენტო იტყობინება, გაეროს უშიშროების საბჭოს თავის ანგარიშში ამცნო, რომ საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტზე შარშან განხორცილებული თავდასხმისას გამოყენებული ფრთოსანი რაკეტა ირანული წარმოებისა იყო. როიტერსის თანახმად, მან იხილა გუტერეშის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელშიც ლაპარაკია აშშ-ში 2019 წლის ნოემბერში, ასევე 2020 წლის თებერვალში ამოღებულ იარაღსა და მასთან დაკავშირებულ მასალაზე, რომელიც ასევე ირანიდან იყო.

ირანის მედიამ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც უარყოფილია მტკიცება, როგორც „აშშ-ის და საუდის არაბეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის“ შედეგად გამოთქმული. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ანგარიში შეიქმნა იმ დროს, როცა „აშშ ესწრაფვის ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს ვადა გაგრძელდეს“.

ამის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, 12 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც დარწმუნებულია, რომ თეირანს იარაღის ემბარგო უნდა მოეხსნას. „ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით, რომ იარაღის ემბარგო არ უნდა გაგრძელდეს“, თქვა რიაბკოვმა.

ანგარიში წარმოადგენს ცვლილებას გუტერეშის მიერ დეკემბრის თვეში გაკეთებული შეფასებისა, როცა მან თქვა, რომ გაეროს არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე რაკეტითა და დრონით თავდასხმასთან ირანის კავშირი. ამ თავდასხმამ საუდის არაბეთის ნავთობის წარმოების ნახევარი შეაჩერა და ხელი შეუწყო ნავთობის ფასის მკვეთრად ზრდას.

საუდის არაბეთმა, ასევე აშშ-ისა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ირანი დაადანაშაულეს 14 სექტემბრის თავდასხმაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG