Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 დაუდგინდა გორის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ მედდას


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში COVID-19-ით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ადგილზე ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ინფორმაციით, COVID-19 რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა. ის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებია და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის კონტაქტია. ამ დროისთვის, შიდა ქართლში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდის სამი კონტაქტია ინფიცირებული და სამივე საავადმყოფოს თანამშრომელია.

გორში, კასპსა და ხაშურში მცხოვრები სამი ინფიცირებული მედდის „კონტაქტებიდან“ 17 ნიმუშია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში.

დღეს, 12 მაისს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 შემთხვევა დადასტურდა. სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სულ კორონავირუსის 843 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 697, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG