Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევაა


დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში ერთით გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 37 შეადგინა.

კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირებულია კურსანტი, რომელსაც უახლოესი საათების განმავლობაში გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსებენ.

შტაბის ცნობით, სულ ტესტირებისთვის ბიომასალა 23 ადამიანს აუღეს, ინფიცირება კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგინდა.

12 ივნისის მონაცემებით, დე ფაქტო აფხაზეთში ახალი კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 37 ადამიანს. მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 ჰოსპიტალიზებულია, 1 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG