Accessibility links

რუსეთის ოპოზიციის ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური „მეორე მთავრობაა“


რუსეთის მძლავრი უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) გადაიქცა ნახევრად დამნაშავეობრივ სტრუქტურად, რომელიც არსებითად მოქმედებს როგორც „მეორე მთავრობა“, წერს თავის ახალ ანგარიშში „დოსიე ცენტრი“. ორგანიზაცია დააარსა ყოფილმა ოლიგარქმა და ვლადიმირ პუტინის მიმართ მკაცრად კრიტიკულად განწყობილმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

ანგარიში, რომელიც დასათაურებულია ასე: „ეფ-ეს-ბე“ განსაზღვრავს რუსეთის პოლიტიკასა და ეკონომიკას“, 11 ივნისს გამოქვეყნდა. უშიშროების უწყება ანგარიშში დახასიათებულია, როგორც პუტინის მმართველი სისტემის მთავარი მხარდამჭერი ძალა, რომელმაც კონტროლი მოიპოვა ყველა სამთავრობო ინსტიტუტზე.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ თავდაცვის სამინისტრო, საგამოძიებო კომიტეტი, გენერალური პროკურორის ოფისი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, „დამოკიდებული არიან „ეფ-ეს-ბე“-ზე“.

„ამასთან, სპეცსამსახურების წარმომადგენლები სისტემატურად ახდენენ ზეგავლენას სასამართლოების გადაწყვეტილებაზე, რაც იურიდიული სფეროს დამოუკიდებლობის დარღვევაა“, წერენ ანგარიშის ავტორები და დასძენენ: ფაქტი, რომ ხელისუფლების შტოები არ არიან ერთმანეთისგან გამოყოფილი, „საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის უშიშროებისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG