Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურამ ნაწილობრივ დაასრულა პოლონეთის საზღვართან მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმის გამოძიება


მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდში, როტერდამში, უკრაინის დატოვების შემდეგ, 2018 წლის 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდში, როტერდამში, უკრაინის დატოვების შემდეგ, 2018 წლის 14 თებერვალი

უკრაინის გენერალურ პროკურატურის ოფისმა დაასრულა ორი მესაზღვრის საქმის გამოძიება, რომლებიც დაკავშირებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან უკრაინიდან პოლონეთში გადასვლისას. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა უკრაინსკაია პრავდა პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებული ცნობაზე დაყრდნობით.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანმდებობის ორი ყოფილი პირი ეჭვმიტანილია სამართალდამცავი პირის მიერ ძალაუფლების ან უფლებამოსილების გადაჭარბებაში. გამოძიების თანახმად, ორი პირი დაკავშირებულია 2918 წელს პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის დროს მის უკანონო დაკავებასთან.

რაც შეეხება დაკავებასთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის პირებს, რომლებიც ასევე არიან დაკავშირებული დაკავებასთან, მათი საქმის გამოძიება გრძელდება.

გამოძიებას აწარმოებენ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მთავარი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინა დაატოვებინეს 2018 წლის 12 თებერვალს. მას აეკრძალა ამ ქვეყანაში ჩასვლა 2021 წლის 13 თებერვლამდე. წელს პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცვალა თავისი წინამორბედის, პოროშენკოს განკარგულება და სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG