Accessibility links

სომხეთი უარს ამბობს რუსეთის ფონდებზე, რომლებიც ბირთვული ელექტროსადგურის განახლებისთვის გამოიყო


სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა 11 ივნისს, რომ გადაწყვიტა გამოიყენოს რუსეთის მიერ მიცემული კრედიტის, 270 მილიონი დოლარის მხოლოდ 60 პროცენტი მეწამორის, საბჭოთა პერიოდში აგებული, ატომური ელექტროსადგურის განახლებისთვის.

სადგურის ერთად-ერთი რეაქტორი ამოქმედდა 1980 წელს და 2017 წელს მისი ფუნქციონირება შეაჩერეს.

2014 წელს სომხეთის წინა მთავრობამ მაინც გადაწყვიტა 420 მეგავატიანი რეაქტორის სიცოცხლის გახანგძლივება ათი წლით მას მერე, რაც ვერ მიიზიდა უცხოელი ინვესტორები.

2015 წელს რუსეთი დათანხმდა, ერევნისთვის 270 მილიონი სესხის სახით გამოეყო და 30 მილიონიანი გრანტი გაეღო მეწამორის სადგურის აღსადგენად.

აღდგენის სამუშაოები, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, და რომელსაც რუსეთის „როსატომი“ აწარმოებდა, გრაფიკს ჩამორჩა და არ მოხდა გამოყოფილი რუსეთის მიერთანხების სრულად გამოყენება.

სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა 11 ივნისს განაცხადა, რომ თანხიდან მხოლოდ 107 მილიონი დოლარი იქნა ათვისებული.
სურენ ფაფკიანმა განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთს შესთავაზა კრედიტს შესახებ შეთანხმების კიდეთ ორი წლით გაგრძელება იმ პირობით, რომ სომხეთი თანხის 80 პროცენტს რუსეთის კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტში გადაიხდის.

ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მხარი დაუჭირა ფაფიკიანის წინადადებას, უარი უთხრან რუსეთის წინადადებას და დარჩენილი სამუშაო სომხეთის მთავრობის ფონდებით განახორციელონ.
პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მთავრობამ განაცხადა, რომ ის 130 მილიონ დოლარს გაიღებს ორ წელიწადში ობიექტის განახლებისთვის. ფაშინიანის თქმით, მთავრობა ახლა სრულიად თავისუფალი იქნება მეწამორისთვის მომწოდებლების შერჩევისას, რომელთა პროდუქტი ბევრად ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სომხეთის ერთადერთი ატომური სადგური მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის 40 პროცენტს ფარავს.

ევროკავშირი და აშშ დიდი ხანია ზეწოლას ახორციელებენ სომხეთზე, დახუროს სადგური, რადგან ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG