Accessibility links

პრემიერ-მინისტრი: პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეა გადანაწილებული


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების შესაძლო ზრდა მოსალოდნელი იყო. პრემიერი ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდსიტუაციაზე პასუხისმგებლობას თითოეულ მოქალაქეს აკისრებს:

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა; რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, მათი სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ესაა ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას", - ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, ვირუსი არ გამქრალა, მას ცალკეული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, თუმცა უნდა ვისწავლოთ მისი მართვა.

საქართველოში იმატებს კოვიდინფიცირების უცნობი წყაროები. 13 ივნისის მონაცემებით, ინფიცირების წყარო უცნობია 10 პაციენტის შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG