Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა შაბათიდან კვლავ გააღო საზღვრები ევროკავშირის მეზობელ სახელმწიფოებთან


პოლონეთმა შაბათის ღამიდან კვლავ გააღო ევროკავშირთან დამაკავშირებელი საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო. სასაზღვრო კონტროლი თავდაპირველად გაუქმდა ლიეტუვასთან, რამდენიმე საათში კი - მეზობელ გერმანიასთან, ჩეხეთსა და სლოვაკეთთან.

სასაზღვრო შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს, რომ მოგზაურობის მსურველებს თავისუფლად შეეძლებათ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა, ასევე ტრანზიტით გადაადგილება, რა დროსაც კარანტინის გავლა არ იქნება სავალდებულო.

შეზღუდვის გაუქმება ვრცელდება ევროკავშირის ყველა მოქალაქეზე, რომლებიც პოლონეთში ჩავლენ მეზობელი ქვეყნების გავლით.

ბლოკში შემავალ ქვეყნებს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა, გაუექმებინათ შეზღუდვები ევროკავშირის შიდა საზღვრებზე, ხოლო 1 ივლისიდან თანდათანობით გაიხსნება ევროკავშირის საზღვრები მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, პოლონეთი ფრენებს მომდევნო სამშაბათიდან განაახლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG