Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: 2012 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა


საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 8 წელია, საქართველოში არანაირი ქონება არ შეუძენია ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც თავისი მეუღლისთვის იყიდა.

"ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ, ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე", - უპასუხა გახარიამ ჟურნალისტებს კითხვებზე ქონებრივი დეკლარაციის შესახებ.

გიორგი გახარიას თქმით, კითხვები მის დეკლარაციასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო ციკლის ნაწილია:

"როცა იყიდი, ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი, მერე ის ხდება პრობლემა. სადმე რაიმე კანონდარღვევა თუ არის, მოიტანეთ ფაქტები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG