Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ „ყურადღებით დააკვირდებიან“ პოროშენკოს მიმართ დაწყებულ გამოძიებას


ევროპარლამენტი აპირებს, რომ „ყურადღებით დააკვირდეს“ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიებას, - ამის შესახებ 12 ივნისს განაცხადა „უკრაინა-ევროკავშირის“ ასოციაციის კომიტეტში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პოლონელმა ვიტოლდ ვაშციკოვსკიმ.

მასთან ერთად შესაბამის განცხადებას ხელს აწერენ ასევე „Euronest“-ში ევროპის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ანდიუს კუბილიუსი და „უკრაინა-ევროკავშირის“ ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტში ევროპის დელეგაციის ვიცე-პრეზიდენტი, ტრაიან ბასესკუ.

ამ განცხადების ფონია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 10 ივნისს გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაეცა უწყება დანაშაულში ეჭვმიტანილობის თაობაზე.

გამოძიების თანახმად, პოროშენკო ეჭვმიტანილია უცხოეთში ძვირფასი ნახატების უკანონოდ გატანასთან კავშირში.

როგორც ევროპარლამენტში აღნიშნავენ, სასამართლო განხილვა უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და არ უნდა იქნას გამოყენებული „პოლიტიკური ბრძოლის იარაღად“.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავი შეიკავოს ოპოზიციის დევნისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG