Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება გმობს ზეწოლას ჟურნალისტ ტატიანა ვოლტსკაიაზე


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ „ცენზურის აღმაშფოთებელი მაგალითი“ უწოდა რუსეთის ხელისუფლების მოქმედებას სანკტ-პეტერბურგში რადიო თავისუფლების უშტატო კორესპონდენტის, ტატიანა ვოლტსკაის მიმართ. ექიმ-რეანიმატოლოგებთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, 9 ივნისს ვოლტსკაია გამოიძახეს პოლიციაში, რათა გაეფორმებინათ მის წინააღმდეგ ოქმი რუსეთში კორონავირუსის ინფექციის თაობაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

2020 წლის აპრილში რადიო თვისუფლების რუსული სამსახურის რეგიონულ Север.Реалии-ის საიტზე გამოქვეყნდა ვოლტსკაიას სტატია სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ „რთავენ პაციენტებს იძულებით“, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატებიდან.

სანკტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო შემოწმება, ხომ არ ჰქონდა მოხდა „წინასწარგამიზნული ყალბი ინფორმაციის გავრცელება გარემოებებზე, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას“.

„ეს არის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტის დევნის და, პოტენციურად, მისი პასუხისგებაში მიცემის აშკარა მცდელობა იმისათვის, რომ იგი სიმართლეს ამბობს. ეს არის ცენზურის აღმაშფოთებელი მაგალითი იმ დროს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები აშკარად საჭიროებენ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და კორონავირუსის შესახებ და პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლის თაობაზე ისეთ ცნობებს, რომლებიც ნდობას იმსახურებს. ისეთ ჟურნალისტს, როგორიც ტატიანაა, არ უნდა დაემუქროს სასჯელის შიში იმ ფაქტების თაობაზე გავრცელებული ცნობებისთვის, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე პანდემიის გავლენას შეეხება“, - ნათქვამია ჯეიმი ფლაის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG