Accessibility links

რუსეთში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა


რუსეთის ხელისუფლების ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირებული 8 706 პაციენტი, რითაც 520 129-მდე გაიზარდა პანდემიის დროს დაინფიცირებულთა რაოდენობა.

COVID-19 გახდა 6829 ადამიანის დაღუპვის მიზეზი.

ქვეყნის ფედერალური ოპერატიული შტაბის ცნობით, წუხელ რუსეთში კორონავირუსით დაავადებული კიდევ 114 პაციენტი გარდაიცვალა.

თუმცა, კვლავ უნდობლობას იწვევს კორონავირუსის ოფიციალური შედეგი რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.

რუსეთში COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკა ძნელად გასაგებია - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაინმა. მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, რთულია მიხვდე გარდაცვალების დაბალი დონის მიზეზს.

თუმცა, მოსკოვში ორგანიზაციის წარმომადგენელი მელიტა ვუინოვიჩი იმეორებს, რომ ჯანმო-ს არ გააჩნია პრეტენზია რუსეთის მიმართ, ხოლო რაინის სიტყვები ზოგადად პანდემიის დროს დაავადების სტატისტიკური აღრიცხვის სირთულეს შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG